Loading data...
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობას შეცვლის

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის თქმით, ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობას შეცვლის. 

„ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე ფეხბურთელის როტაციას. პირველი ადგილის უზრუნველყოფა კარგია, იმიტომ რომ გასახდელში ბევრი მოთამაშეა, რომლებიც იმსახურებენ თამაშს და ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება გამოავლინონ შესაძლებლობები. ჩვენ ყველა მოთამაშეს გამოვიყენებთ. ყველა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. არის დღეები, როცა ზოგიერთი სათადარიგო სკამზე უნდა იყოს, ზოგი მოედანზე“, - აღნიშნა მარტინესმა. 

მარტინესმა ასევე, შეაქო კრიშტიანუ რონალდუ თავისი საგოლე გადაცემისთვის და თქვა, რომ „ეს უნდა აჩვენონ მსოფლიოს ყველა სასწავლო აკადემიას“.