Loading data...
პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიაში დაიღუპა

„ლივერპულისა“ და პორტუგალიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი დიოგო ჟოტა ავტოავარიაში დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, ქალაქ ზამორაში მოხდა. ცნობილ ფეხბურთელთან ერთად, ასევე, დაიღუპა მისი 26 წლის ძმაც.

გავრცელებული ცნობით, ავტომობილი გზიდან გადავიდა და დაიწვა. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.