1733137642
სპორტი
ფრანგული მედიის ცნობით, გიორგი მიქაუტაძე ლიონში დააყაჩაღეს - „იარაღის მუქარით სახლში შეყვნენ“
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ წევრი გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სახლთან დააყაჩაღეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
როგორც franceinfo წერს, გიორგი მიქაუტაძე საღამოს საათებში თანმხლებ პირთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როდესაც შეიარაღებული პირი თავს დაესხა და იარაღის მუქარით სახლის კარი გააღებინა.
„მოვლენები დაახლოებით 21:30 საათზე, „ლიონის“ და „ნიცას“ მატჩის შემდეგ მოხდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოცემის ცნობით, ბოროტმოქმედებმა ჯამში 150 000 ევროს ღირებულების ძვირად ღირებული საათები და ტყავის აქსესუარები წაიღეს.