Loading data...
ფრანგი ჟურნალისტი: კვარაცხელიაში ყველაზე მეტად რაც მომწონს, არის ის თუ, როგორ ეხმარება დაცვას

ცნობილი ფრანგული გამოცემა Canal +-ის ჟურნალისტმა პიერ მენესმა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კვარაცხელიაში ყველაზე მეტად მოსწონს, თუ როგორ მუშაობს დაცვაში და ეხმარება ფლანგის მცველებს.

„ხვიჩა კვარაცხელია გუნდს მხოლოდ იანვარში შეუერთდა და მისი თამაში დამაკმაყოფილებელია, შესაძლებელია, რომ ქართველმა შეტევაში უფრო მეტად მოუმატოს, მაგრამ რაც მასში ყველაზე მეტად მაკვირვებს და მომწონს, არის ის თუ, როგორ ეხმარება დაცვას. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ნუნუ მენდეში ბუკაიო საკას ასე მარტივად უმკლავდებოდა“, - განაცხადა პიერ მენესმა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ სტუმრად „არსენალი“ 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას პასით გაიტანა, რითაც კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ სტადიაზე საგოლე მოქმედება შეასრულა.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი პარიზში 7 მაისს გაიმართება.