Loading data...
ფიგურული ციგურაობა - ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში დღეს ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.

ფიგურულ ციგურაობაში გამოსვლები 22:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვას ანგარიშზე 71,77 ქულაა და მეექვსე ადგილზეა. ის თავისუფალი პროგრამით ყინულის მოედანზე მე-19 ნომრად გამოვა.

აღნიშნული გამოსვლით საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დაასრულებს. შეჯიბრებაზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა – მათ ვერცხლის მედალი მოიპოვეს.