1786723484
სპორტი
პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (J1-81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
J2-70 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ ზურაბიანმა უკრაინის სახელით მოასპარეზე დავით ხორავა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მიპოვა. გიორგი გამჯაშვილი (J1-70 კგ) კი ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
დღეს ტურნირის ფინალში კიდევ ერთი ქართველი პარასპორტსმენი – ლევან გუგავა იჭიდავებს.