1790194242
სპორტი
ოთარ კიტეიშვილი: თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ახალი ციკლის მნიშვნელობასა და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„ახალი ციკლი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია და ასეა ამ შემთხვევაშიც. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც დღეს აქ არიან, მაქსიმალურად მზად იყვნენ.
თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ სწორედ ერთა ლიგიდან მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტარტი, განსაკუთრებით ორი საშინაო მატჩი. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და კარგი შედეგებით დავასრულებთ მიმდინარე შეკრებას“, - განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.