Loading data...
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი ცნობილმა გამოცემა Kicker-მა გამოარჩია. ოთარმა „ლინცთან“ მატჩში „შტურმს“ მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა და გასაკვირი არაა, რომ სიმბოლურში ადგილი ერგო.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. მან ბუნდესლიგის 29 თამაშში 12 გოლი მიითვალა (ასევე, 4 საგოლე პასი), ხოლო ერთხელ თავი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინა.

„შტურმი“ 36 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას, ხოლო მომდევნო ტურში 9 მაისს, „ზალცბურგს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. "შტურმს" ბოლო სამ ტურში 7 ქულაც ეყოფა, რომ ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნოს.