ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ქართველი ლეგიონერი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ დაასახელეს და ვენაში, „გლობუსის“ სტადიონზე გამართულ „ბრუნო გალას“ 29-ე საქველმოქმედო ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბოლო ორი სეზონია ორი ვერსიით ავსტრიის საუკეთესო მოთამაშედ სახელდება.
„ბრუნოს“ გალა-საღამო 1997 წლიდან ავსტრიის ფეხბურთის ლეგენდის, ბრუნო პეცეის ხსოვნის პატივსაცემად ყოველ შემოდგომაზე იმართება. ბუნდესლიგის მოთამაშეები გამარჯვებულებს სხვადასხვა კატეგორიაში ირჩევენ.
ღონისძიებას დაახლოებით 500-მდე სტუმარი, მათ შორის ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების წარმომადგენლები და ფეხბურთელები ესწრებიან.
Eine weitere Auszeichnung für den besten Spieler in Österreich! Otar #Kiteishvili wurde bei der Bruno Gala erneut zum Spieler der Saison gewählt. 🥇👏🏻 #sturmgraz pic.twitter.com/4DNu3bSPbs
— SK Sturm Graz (@SKSturm) October 7, 2025