1761076812
სპორტი
ორი საგოლე მოქმედება 3 წუთში! - კვარაცხელიამ „ლევერკუზენს“ გაუტანა

კვარაცხელიას ასისტი და გოლი პირველ ტაიმში - ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ ლევერკუზენის „ბაიერს“ გაუტანა.
„პსჟ“ გერმანულ გუნდთან სტუმრად თამაშობს.
კვარაცხელიამ მეტოქის კარი 44-ე წუთზე დალაშქრა. სულ რამდენიმე წუთით ადრე კი მისი საგოლე გადაცემით დეზირე დუემ გაიტანა.