1794677011
სპორტი
ოქრო ზაგრებიდან - გიორგი ლოლაძე გრან-პრის ჩემპიონია
ზაგრების გრან-პრიზე გიორგი ლოლაძე ჩემპიონი გახდა და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
73 კგ წონით კატეგორიაში ლოლაძემ ლატვიელი ანტონიო დე ანგელისი, ბრაზილიელი ჯეფერსონ ჟუნიორი, ისრაელელი იეონათან ელბაზი, კანადელი ჯასტინ ლემირი და კოსოვოელი აკილ ჯაკოვა დაამარცხა. ფინალში ლოლაძემ ირლანდიელ ჯოშუა გრინს აჯობა და ოქროს დაეუფლა.