1736943784
სპორტი
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერერის რეკორდი მოხსნა დიდი სლემის მატჩებში
2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა თამაშების მეორე ტურის მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩმა 3:1 პორტუგალიელი ჟაიმე ფარია დაამარცხა.
ეს თამაში 37 წლის სერბი ჩოგბურთელისთვის 430-ე იყო დიდი სლემის სერიაში, რომელიც მსოფლიოს ახალი რეკორდი გახდა.
წინა რეკორდი როჯერ ფედერერს ეკუთვნოდა, რომელმაც სეზონის ოთხ მთავარ ტურნირზე 429 მატჩი ჩაატარა. რამდენიმე დღის წინ ჯოკოვიჩმა დიდი შვეიცარიელის მიღწევა გაიმეორა.
რეიტინგში მესამე ადგილზეა 358 თამაშით რაფაელ ნადალი, რომელიც ფედერერის მსგავსად უკვე პენსიაზე გავიდა.
„მიყვარს სპორტი, მიყვარს შეჯიბრებები. ვცდილობ, ყოველ ჯერზე, როცა კორტზე გავდივარ, ყველაფერი გავაკეთო“, - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.