1791209406
სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია
შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ანდრე ილეგენი დაძაბულ, სამსეტიან ორთაბრძოლაში დაამარცხა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი კანადელ ლიამ დრაქსლერს დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში 124-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი მომავალი მეტოქე ATP რეიტინგში 219-ე პოზიციაზეა.
გადამწყვეტი შეხვედრა 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.