Loading data...
ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსზე 1/8 ფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

1/16 ფინალში ბასილაშვილი ნაკაშიმას დაუპირისპირდა და ორ სეტში, 7:6 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტში მოთამაშეებმა თავიანთი ჩაწოდებები მოიგეს და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა მოიგო.

მეორე სეტში ნიკოლოზმა კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოიპოვა ბოლო გეიმში ბრეიკი გააკეთა და საბოლოო მიზანს მიაღწია.

რომის მასტერსის 1/8 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე რუსი ალექსანდრ რუბლევი იქნება.