Loading data...
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა და ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ნახევარფინალში პოლონელი ვალენტინ ვაშერო ორ სეტში, 7:6 (7:3), 6:3 დაამარცხა. ბრძოლა პრაქტიკულად მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც ნიკოლოზმა ტაიბრეიკზე მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის ფინალში ფრანგ ჟოფრი ბლანსანოს შეხვდება, რომელთანაც ფავორიტია. შეხვედრა 23 მაისს გაიმართება.