Loading data...
ნიკოლო სკირა: „ნაპოლი“ მოგებიან პოზიციაშია, კვარაცხელიას სხვა კლუბების რიგი არ უდგას

იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაზრდა 6 მილიონ ევრომდე სურს, „ნაპოლი“ კი, მას 4 მილიონს სთავაზობს.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირამ, რომელიც ხშირად გამოირჩევა სანდო ინფორმაციებით ამბობს, რომ „ნაპოლი“ მოგებიან პოზიციაშია, კვარაცხელიას სხვა კლუბების რიგი არ უდგას.

თუმცა, როგორც სკირა აღნიშნავს, ბონუსებით შეიძლება მხარეებმა შეთანხმება მიაღწიონ, მაგრამ საამისოდ დათმობაზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.

„ნაპოლის“ ახლა უპირატესი პოზიცია აქვს, რადგან მასთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. ხელმძღვანელობას სურს, ის იყოს მომდევნო სეზონში გუნდის მთავარი ძალა. თუმცა, კონტრაქტის განახლებისთვის 4 მილიონი არ კმარა, რომელსაც კლუბი სთავაზობს, ფეხბურთელს 6 მილიონი სურს. ალბათ, შეიძლება ბონუსებით შეთანხმების მიღწევა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აგენტი იტალიაშია. საჭიროა ყველას მხრიდან ძალისხმევა. სხვა კლუბებისგან გარკვეული სიგნალები არის, მაგრამ ისეთი რიგი არ დგას, როგორიც შარშან შეიძლებოდა ყოფილიყო“, - განაცხადა სკირამ.