1770494672
სპორტი
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს.
მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა. მისი გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა და საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.
6 თებერვალს რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინეს, ანასტასია გუბანოვამ – 6, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა.
მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამის დასრულების შემდეგ გაირკვევა, მოხვდება თუ არა ჩვენი ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის და გააგრძელებს თუ არა მედლისთვის ბრძოლას.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 25 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.