Loading data...
ნეაპოლელი ჟურნალისტი: კვარაცხელიას საკითხი გადაწყვეტილია

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კარგად მუშაობს და უკვე გადაწყდა ხვიჩა კვარაცხელიას საკითხიც, რომელიც გუნდში დარჩება.

„კლუბი სატრანსფერო ბაზარზე კარგად მუშაობს, კონტემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრანსფერებში. უნდა შევაქოთ მანაც, რომელიც განსაკუთრებულ საქმეს აკეთებს.

ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორ და საჭირო დროს. მოაგვარეს ისეთი მწვავე საკითხები, როგორებიცაა დი ლორენცოს და კვარაცხელიას გუნდში დარჩენა. ოთხი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და ლუკაკუსაც დაიმატებენ“, - აღნიშნა დე მაჯომ.