Loading data...
ნახეთ საქართველო? როგორ შეიძლება იტალიას რეაქცია არ ჰქონდეს? - იტალიელი ვეტერანი მწვრთნელი

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ Gazzetta Dello Sport-თან ვრცელ ინტერვიუში ევრო 2024-ზე იტალიის ნაკრების გამოსვლა შეაფასა. 

პრანდელის თქმით, საქართველომ და დანიამ იბრძოლეს, მაგრამ „სკუადრა აძურასგან“ იგივე ვერ დაინახა.

„გაახალგაზრდავება, როგორც სპალეტიმ თქვა, აუცილებელია. თუმცა არც ისე ასაკობრივად, იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის ნაკრები ისედაც ახალგაზრდულია. მთავარია, ახალგაზრდები ვიყოთ გუნდური სულისკვეთებით, გონებრივად. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა. როგორც შეიძლება მწვრთნელად სპალეტი გყავდეს, დელეგაციის ხელმძღვანელი ბუფონი იყოს და გუნდი არ რეაგირებდეს? რა მოხდა ბერლინში? ფეხბურთელები გაქვავებული იყვნენ. როგორ შეიძლება ასეთი თამაში შეაფასო? ნახეთ საქართველო? გერმანიასთან დანიაც არ დანებებულა. ისინი ჩვენსავით არ იყვნენ. ლუჩანომ გუნდი გონებრივად უნდა გაახალგაზრდაოს და არა ასაკობრივად“, - განაცხადა პრანდელიმ.