Loading data...
„მთავარი გმირი მამარდაშვილია, უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს“ - ინგლისური პრესა გიორგი მამარდაშვილზე

ლიგის თასზე ტოტენჰემის წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, ინგლისური პრესა გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბარს არ წყვეტს.

Rousing The Kop-ი წერს, რომ ქართველი გოლკიპერი იმსახურებს უფრო მეტ დაფასებას, როგორც მერსისაიდელთა დამრიგებლისგან, ანდონი ირაოლასგან, ისე ფანებისგანაც.

„ტოტენჰემთან გამარჯვების შემდეგ, ყველა სათაურში სობოსლაი ფიგურირებდა, ვინც ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ სინამდვილეში, ლივერპულის 1/8 ფინალში გასვლის მთავარი გმირი მამარდაშვილია. მან დაამტკიცა: ალისონის შეცვლა შეუძლია სწორედ მას და არა სხვა რომელიმე გოლკიპერს.

ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ გალაჰერის გოლი მორიგი დასტურია იმისა, რომ გიორგის ნდობა არ შეიძლება, თუმცა ასეთებმა ყურადღება იმ სამ მნიშვნელოვან სეივსაც უნდა მიაქციონ, რომელთა წყალობით მერსისაიდელები თამაშში დარჩნენ. მოვიდა დრო, რომ ქართველმა გოლკიპერმა დამსახურებული დაფასება მიიღოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.