Loading data...
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის, კიუროსაოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. ამის შესახებ sportbox.ru იუწყება.

გუნდის მწვრთნელი არის ნიდერლანდელი დიკ ადვოკატი, რომელიც მანამდე პეტერბურგის „ზენიტის“ მწვრთნელი იყო. კიუროსაომ ბოლო მატჩში იამაიკასთან ფრედ, 0-0 ითამაშა, 12 ქულა მოაგროვა და 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო პირველობაზე პირდაპირ გავიდა.

ახლა კიუროსაო ყველაზე პატარა ქვეყანაა ისტორიაში, რომელიც მსოფლიოს ფეხბურთის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ქვეყნის მოსახლეობა 185 ათასი ადამიანია და ის მსოფლიოში 189-ე ადგილს იკავებს.

მანამდე მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, ისლანდია იყო (398 ათასი ადამიანი).

კიურასაო არის კუნძული კარიბის ზღვაში, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს შემადგენელი ქვეყანაა. 2010 წლის ოქტომბრიდან კუირასაოს თვითმართვადი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსი გააჩნია. კუნძულის საერთო ფართობია — 444 კმ². მოსახლეობა 185 487 ადამიანი. დედაქალაქი — ვილემსტადი.