მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა 12 მედალი მოიპოვეს
მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში საქართველომ 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუნდურ შეჯიბრებაში ჭაბუკ ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი, ქალთა გუნდმა - მესამე, ხოლო ახალგაზრდებში ვაჟთა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.
შედეგები ასეთია:
ღია ასაკობრივი კატეგორია, ქალები:
სოფიკო კვანჭიანმა (63 კგ) დააფიქსირა 120 კგ და გახდა პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ქალი საქართველოდან
მარი ბეგლარიშვილმა (59 კგ) დაძლია 77,5 კგ და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გოგონები:
ნინი მარუაშვილი (52 კგ) - 67,5 კგ, ვერცხლის მედალი;
სალომე მამისაშვილი (69 კგ) - 80 კგ, ბრინჯაოს მედალი.
ჭაბუკი მამაკაცები:
გოდერძი ქარცივაძემ (74 კგ) დაძლია 181 კგ, ოქროს მედალი მოიპოვა და დაამყარა მსოფლიოს რეკორდი;
საბა გოგიჩაიშვილი (66 კგ) - 145 კგ, ვერცხლის მედალი;
თორნიკე მარტაშვილი ( -120 კგ) - 180 კგ, ვერცხლის მედალი;
მერაბ სამხარაძე ( +120 კგ) - 180 კგ, ვერცხლის მედალი.
ახალგაზრდა მამაკაცები:
გიორგი გელაშვილი (59 კგ) - 155 კგ, ოქროს მედალი;
ალეკო სიდანოვი (66 კგ) - 175 კგ, ოქროს მედალი;
ანდრია მიქაუტაძე (53 კგ) - 87,5 კგ, ბრინჯაოს მედალი.
მამაკაცები, ღია კატეგორია:
ჯაბა სეფიაშვილი (59 კგ) - 172,5 კგ, ვერცხლის მედალი.
მსოფლიოს ჩემპიონატს პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა.