Loading data...
მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში - მეტელკინა-ბერულავას წყვილმა მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და მეორე ადგილზეა

პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში პირველ დღეს გაიმართა შეჯიბრება წყვილთა შორის სპორტულ ცეკვებში.

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და 79,45 ქულა დაიმსახურეს, რაც მათი საუკეთესო მაჩვენებელი იყო სეზონში.

ქართული წყვილის შემდეგ ყინულზე გამოვიდა გერმანული წყვილი – ვოლოდინი-ჰასე. მათ მსაჯებისგან 79,78 ქულა მიიღეს, მცირედით გაასწრეს ჩვენს სპორტსმენებს და მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს.

წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა ხვალ გაირკვევა.

მეტელკინა და ბერულავა, რომლებიც მეორე პოზიციაზე არიან, თავისუფალ პროგრამას 26 მარტს წარმოადგენენ. შეჯიბრება 21:15 საათზე დაიწყება.