1774501675
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში - ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში მე-6 ადგილი დაიკავა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო.
საქართველოს ნაკრების წარმომადგენელთაგან პირველი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა.
მან ქალთა შორის მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა და მსაჯებისგან 69.92 ქულა დაიმსახურა. ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა ფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად.
მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეექვსე ადგილზეა. პირველ ორ პოზიციაზე იაპონელები არიან: კაორი საკამოტო (79,31 ქულა) და მონე ჩიბა (78,45). მესამეა ამერიკელი ამბერ გლენი – 72,65 ქულა.