მოსკოვის „ტორპედო“ რუსეთის ჩემპიონატიდან გარიცხეს

საფეხბურთო კლუბი მოსკოვის „ტორპედო“ რუსეთის 2025/2026 წლის ჩემპიონატიდან გარიცხეს. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის საფეხბურთო კავშირის დისციპლინარულმა კომიტეტმა მიიღო. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
კლუბი დამნაშავედ ცნეს რუსეთის დისციპლინარული რეგლამენტის დარღვევაში, რადგანაც ის შეჯიბრების დროს სხვა გუნდებთან გარიგებებში იყო შემჩნეული.
ერთწლიანი დისკვალიფიკაციის გარდა, „ტორპედომ“ 5 მილიონი რუბლის (64 ათასი დოლარის) ჯარიმა უნდა გადაიხადოს. კლუბის გენერალურ დირექტორს 10 წლით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა, ხოლო კლუბის თანამესაკუთრეს, ლეონიდ სობოლევს, 5 წლით ანალოგიური აკრძალვა დაუწესდა.
2024/2025 წლის სეზონში მოსკოვის „ტორპედომ“ რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა.
ივნისში კლუბის თანამესაკუთრის, ლეონიდ სობოლევის და დირექტორის, ვალერი სკოროდუმოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. ისინი მსაჯების მოსყიდვაში იყვნენ ეჭვმიტანილები. ორივე ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ასევე 8 ივლისს ფეხბურთის მსაჯი ბოგდან გოლოვკო დააკავეს, რომელიც ასევე საეჭვო გადაწყვეტილებების მიღებაშია ეჭვმიტანილი.