Loading data...
მიქაუტაძე კაშიას: მადლობა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთე

რუმინეთთან შეხვედრა ეროვნულ გუნდში ბოლო იყო გუნდის კაპიტნისთვის - გურამ კაშიასთვის. მან ნაკრების მაისურით 129 მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა. 

გიორგი მიქაუტაძე გურამ კაშიას ნაკრებთან დამშვიდობებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

„გურამ, მადლობა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთე. შენი ლიდერობა, თავდადება და შეუპოვრობა მთელი თაობისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. დიდი პატივი იყო შენთან ერთად ამ გზის გავლა. შენი კვალი და მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში“, - წერს მიქაუტაძე.