Loading data...
მინიფეხბურთი - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მინი ფეხბურთში საქართველოს ნაკრებმა მერვედ ფინალში პოლონეთს მოუგო.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა პოლონელები 2:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კონსტანტინე სეფიაშვილი დასახელდა.

საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას 2 ივნისს უკრაინასთან გამართავს.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ ასპარეზობს. ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით მასპინძლობს.