Loading data...
მიქაუტაძის გოლი მარტის თვის საუკეთესოთა შორისაა ნომინირებული

გიორგი მიქაუტაძე უკვე დასახელდა „ლიონის“ მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად და ახლა მის მიერ გატანილი გოლი „ლე ავრის“ კარში საუკეთესოთა შორის არის ნომინირებული და პირველობისთვის იბრძვის.

ამის შესახებ ინფორმაცია „ლიონის“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, სადაც გამოკითხვა მიმდინარეობს და გულშემატკივარს შესაძლებლობა აქვს ვიდეოს ქვევით მათთვის სასურველი ნომერი უნდა დაწეროს.

„ლიონის“ მარტის თვის საუკეთესო გოლის წოდებისთვის 3 ფეხბურთელი იბრძვის:

1 - ერნესტ ნუამას „ნიცასთან“ გატანილი გოლი

2 - მალიკ ფოფანას „ლე ავრთან“ გატანილი გოლი

3 - გიორგი მიქაუტაძის „ლე ავრთან“ გატანილი გოლი

გიორგი მიქაუტაძე მეორედ გახდა „ლიონში“ თვის MVP. პირველად იგივე დეკემბერში შეძლო. რაც შეეხება მარტს, კონკრეტულად ფრანგული კლუბის რიგებში ის ამ თვეში 4 გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა. გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 27 მატჩი, 8 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.