Loading data...
მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

23 წლის ფეხბურთელი უშუალოდ ლიგა 1-ის ვებგვერდმა გამოარჩია. გიროგიმ „რენის“ წინააღმდეგ შეხვედრაში თავი აქტიურობით გამოიჩინა და გოლი გაიტანა, გარდა ამისა, საგოლე პასიც მიითვალა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მან წითელი ბარათიც მიიღო, მაგრამ დაუმსახურებლად და დისკვალიფიკაცია სადისციპლინო კომიტეტმა სრულიად სამართლიანად გააუქმა.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ოთხჯერ საგოლე პასი მიითვალა. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 12 მაისს, სტუმრად „სტასბურის“ წინააღმდეგ გამართავს.