მიქაუტაძე: დაბრუნება? თუ რაღაც ორჯერ მოხდა, დიდი შანსია, მესამედაც მოხდეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვილიარეალის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ გამოცემა Canal+ს ინტერვიუ მისცა, სადაც მიქაუტაძემ „ლიონიდან“ წასვლის პერიოდი გაიხსენა.
მიქაუტაძის განცხადებით, მან თავი გაწირა კლუბისთვის, რომელიც უყვარს.
„როდესაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა დარწმუნებული ვიყავი, რომ „ლიონში“ დავრჩებოდი, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ბოლო 4-5 დღით ადრე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი გაყიდვა უკვე გარდაუვალი იყო.
მქონდა „ვილიარეალის“ შესაძლებლობა და შემდეგ ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ეს იყო კლუბისთვის მსხვერპლი? დიახ, შეიძლება ასეც ითქვას, თავი გავწირე იმ კლუბისთვის, რომელიც მიყვარს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთული იყო, რადგან ეჩვევი ყველაფერს, იქ მყოფ ადამიანებს. ასე, რომ ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო.
წყენა? არა, არავის ვადანაშაულებ. ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. ერთ დღეს შეგიძლია აქ იყო, მეორე დღეს - სხვაგან. ბედნიერი ვარ, რომ ახლა „ვილიარეალში“ ვარ და მაქვს შესაძლებლობა ახალი ისტორიის დაწერის.
დაბრუნება? ყველამ იცის, რომ „ლიონთან“ ჩემი კავშირი არსებობს. იქ ორჯერ უკვე ვითამაშე და როგორც ამბობენ, რაც ორჯერ ხდება, მესამედაც შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
"Je me suis sacrifié pour sauver le club que j'aime" 🤕
— CANAL+ Foot (@CanalplusFoot) September 14, 2025
L'interview exclusive de Georges Mikautadze est à retrouver ce soir dans le CANAL Football Club dès 19h30 en clair sur CANAL+ 📺 pic.twitter.com/swaqjLtJlY