Loading data...
„მეტოქის შეცდომებს დაელოდება და გოლის გასატანად კონტრშეტევებს გამოიყენებს“ - A BOLA საქართველოს ნაკრებზე

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ცნობილი პორტუგალიური გამოცემა A Bola გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ნაკრებზე წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს  მსოფლიო კლასის მოთამაშეები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი ჰყავს.

„საქართველოს ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე ამაღელვებელი უფრო იყო, ვიდრე ეფექტური. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს რწმენა და ჰყავს მსოფლიო კლასის მოთამაშეები, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს ევრო 2024-ის თანაბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ფიულკრუგის, მუსიალას, გაკპოსა და შრანცის მსგავსად 2 გოლი აქვს გატანილი.

ვილი სანიოლის გუნდი თამაშს 5 მცველით იწყებს ხოლმე, მაგრამ უმეტესობა მათგანს შეტევაში იყენებს, რის გამოც ჩეხეთთან და თურქეთთან მატჩში კონკურენტუნარიანები იყვნენ. თუმცა, ასეთ ტურნირებზე თამაშის გამოუცდელობა, ასევე, შეიმჩნევა. ვილი სანიოლი აქცენტს შედარებით უფრო პასიურ გუნდზე გააკეთებს, მეტოქის შეცდომებს დაელოდება და გოლის გასატანად კონტრშეტევებს გამოიყენებს.

კვარაცხელია გუნდის აშკარა ლიდერია, მაგრამ ვალენსიას მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 მოგერიება ჰქონდა, რაც ერთით ნაკლებია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის რეკორდზე. რა თქმა უნდა, პორტუგალიის წინააღმდეგ ის ითამაშებს და გაბრწყინების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება“, - წერს  პორტუგალიური გამოცემა.