Loading data...
მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. 

„ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მტკივნეული იყო და დღემდე მტკივნეულად რჩება გულში, მაგრამ მესმის, რომ დრო დადგა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან ამდენი ხნის შემდეგ და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეროვნულ ნაკრებს ვემშვიდობები“, - აცხადებს მესი. 

მესი არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობდა. მის შემადგენლობაში ფორვარდმა მოიგო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, ორჯერ კოპა ამერიკა (2021, 2024) და ფინალისიმა (2022).