Loading data...
მერაბისთვის მხარდაჭერის შემდეგ, ხაბიბმა კვარას სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმა

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ხვიჩა კვარაცხელიას სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტში მხარი თანამემამულე მერაბ დვალიშვილს დაუჭირა.

„მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვითა და უთანასწოროდ შეეცადენ თქვენს დაჩაგვრას. კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, - წერს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

სწორედ ამ პოსტის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, UFC-ის ყოფილმა დაღესტნელმა ჩემპიონმა ქართველი შემტევის სოციალურ ქსელზე გამოწერა გააუქმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოგვიანებით ანალოგიურად 25 წლის ვინგერიც მოიქცა. რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, მას ჯერ კიდევ ჰყავს გამოწერილი კვარა.