1794430222
სპორტი
მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის გამო, უსმან ნურმაგომედოვი და ინციდენტის ყველა მონაწილე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) უმსუბუქებს წონის ყოფილ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე აბუ-დაბიში დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე დვალიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.
„ჩხუბის მონაწილეები ვითარების გასარკვევად და გამოსაკითხად არიან დაკავებული“, - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
შეგახსენებთ, დვალიშვილი 2025 წლის იანვარში საჩემპიონო ქამრისთვის უსმან ნურმაგომედოვს შეხვდა და დაამარცხა, რის შემდეგაც სპორტსმენებს შორის სოციალურ ქსელებში დაპირისპირება ხშირად გრძელდებოდა.