მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სახეზე ცემის კვალი ეტყობა. მისი თქმით, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, სასტუმროში UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს მოულოდნელად, უკნიდან დაესხნენ.
დვალიშვილმა მომხდარს „ლაჩრული საქციელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც იგი ინტერვიუს აძლევდა.
„ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელთან ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმან ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი და მათი მეგობრები უკნიდან მომიახლოვდნენ და მუშტები დამიშინეს. ეს მშიშარა ადამიანების საქციელია. თუ ჩხუბი გინდათ, ამისთვის ოქტაგონი არსებობს“, - განაცხადა დვალიშვილმა.
ცნობისთვის, დვალიშვილი 2025 წლის იანვარში საჩემპიონო ქამრისთვის უსმან ნურმაგომედოვს შეხვდა და დაამარცხა, რის შემდეგაც სპორტსმენებს შორის სოციალურ ქსელებში დაპირისპირება ხშირად გრძელდებოდა.