1795455400
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა - აკადემიის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი ესწრებოდა
ცნობილმა ქართველმა მებრძოლმა, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა თბილისში MMA-ის აკადემია გახსნა. აკადემიის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„აკადემიაში პროფესიონალ MMA-ის მებრძოლებს როგორც ყოველდღიური ვარჯიშების ჩატარება, ასევე, ბრძოლებისთვის მომზადება შეეძლებათ. აკადემია ხელს შეუწყობს მებრძოლების მომზადებასა და განვითარებას.
ასაკობრივ და სამოყვარულო ჯგუფებში სპორტსმენების მიღება და რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება.
მერაბ დვალიშვილის აკადემიის მიზანი საქართველოში MMA-ის განვითარება და პროფესიონალი მებრძოლების მხარდაჭერაა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.