Loading data...
„მემკვიდრეობა 8 დღე გაგრძელდა“ - L'EQUIPE ლიონიდან მიქაუტაძის გაყიდვაზე

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იაზე, რომ ქართველ ფეხბურთელს საყვარელი კლუბის დატოვება 10 წლის განმავლობაში ორჯერ მოუწია.

„გიორგი მიქაუტაძე მხოლოდ 24 წლისაა, მაგრამ მას ცხოვრებაში ორჯერ სთხოვეს საყვარელი კლუბის დატოვება და ყოველ ჯერზე ატირდა. 10 წლის წინ ის ძალიან პატარა იყო, კონკურენციამ შეაფერხა და კარიერის აღსადგენად ჯერ სენ-პრისტში, შემდეგ კი მეცში წავიდა, თუმცა სახლში უკეთესი დაბრუნდა, წინა კარიდან, თავზე სამეფო გვირგვინით.

შაბათს ის ბაზაზე ყელში გაჩხერილი ბურთით მივიდა დასამშვიდობებლად და ცრემლები წამოუვიდა, როცა გულშემატკივრებს შეხვდა. გასულ პარასკევს, „ლიონმა“ გამოაქვეყნა თავისი ფორვარდის ბრწყინვალე ფოტოსესია, რომელშიც ქალაქის სხვადასხვა ადგილას ხატოვან ან ვინტაჟურ მაისურებშია გამოწყობილი წარწერით „მემკვიდრეობა“. მემკვიდრეობა რვა დღე გაგრძელდა: „ლიონში“ ალექსანდრ ლაკაზეტი უნდა შეეცვალა, რომელიც საუდის არაბეთში გადავიდა, თუმცა მიქაუტაძე სინამდვილეში ტიერნო ბარის შეცვლის „ვილიარეალში“, რაც თავდაპირველი გეგმა არ იყო.

ის წასვლას შეურიგდა, რადგან უთხრეს, რომ ახლა კლუბს 30 მილიონი ევრო უფრო სჭირდება, ვიდრე ფორვარდი, ბიჭს კი არ აქვს ისეთი ხასიათი, რომ იქ დარჩეს, სადაც თავს სასურველად არ გრძნობს.

სწორედ ასეთ ატმოსფეროში შეხვდება „ლიონი“ კვირა საღამოს, სადაც მიქაუტაძეზე არფიქრი რთული იქნება. 14 წლის ასაკში მიქაუტაძეს „ლიონში“ ამინ გიური ამჯობინეს, მაგრამ ალჟირელი 2020 წელს, მხოლოდ 15 პროფესიული მატჩის შემდეგ, „ნიცაში“ გაუშვეს. ის არ არის ერთადერთი თავდამსხმელი „ლიონის“ აკადემიიდან, რომელიც ლიგა 1-ის სხვა კლუბში თამაშობს, ასევე არიან ბრედლი ბარკოლა, ესტებან ლეპოლი, რომენ დელ კასტილიო ან ვილემ გებელსი. თუმცა, დღეს ფეხბურთში, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი ფინანსური ბალანსის დაცვაა, ვიდრე ლამაზი ისტორიების ბოლომდე ნახვა“, - წერს გამოცემა.