Loading data...
„მარადონას მსგავსი თამაშის შემდეგ ბურთი კარში რომ შესულიყო, სტადიონი აფეთქდებოდა“ - რას წერენ ესპანეთში მიქაუტაძეზე

ესპანური მედია „ელჩესთან“ „ვილიარეალის“ ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის თამაშს გამოეხმაურა.

ქართველმა ფორვარდმა გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ძალიან ახლოს შედევრთან, როცა რამდენიმე მცველი მოატყუა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი მეკარემ არ გაატანინა.

„პირველ ტაიმში მისი თამაში გოლს იმსახურებდა. აქტიურობდა, მაგრამ საბოლოო ფაზაში რაღაც აკლდა“, - წერს As-ი შეფასებებში.

„მარადონას მსგავსი თამაშის შემდეგ ბურთი კარში რომ შესულიყო, სტადიონი აფეთქდებოდა. ის ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს“, - ეს უკვე Eldesmarque-ს შეფასებაა.