Loading data...
მამარდაშვილი: ტურისტები არ ვართ, ვიბრძოლებთ, უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში

პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე, ტურისტები არ ვართ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ნაკრები დაამტკიცებს, რომ საქართველოსაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. 

„პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტები ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით. უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში.

ეს არ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ და ეს თამაშებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირზე დიდი ხანია არ უთამაშია არცერთ ქართულ გუნდს და, მით უმეტეს, ნაკრებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ვნახოთ, რა იქნება“, - აცხადებს მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, დორტმუნდში, 20:00 საათზე გაიმართება.