Loading data...
მამარდაშვილი „ლივერპულში“ დებიუტზე: ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ლეგენდარულ კლუბში ითამაშა

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ თავის დებიუტს გამოეხმაურა.

მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მესიჯი და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით „ლივერპულში“. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ლეგენდარულ კლუბში ითამაშა. ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისთვის და მთელი საქართველოსთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს მამარდაშვილი.