Loading data...
მაძარი: სამწუხაროა, რომ კვარაცხელიასთან მუშაობა მხოლოდ 3 თვით მომიწია

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ გასული სეზონი გაიხსენა, როცა რამდენიმე თვით „აძურიში“ დაბრუნდა, თუმცა წარუმატებლად.

მაძარიმ განსაკუთრებით გამოარჩია ის ფაქტი, რომ მუშაობის შესაძლებლობა ხვიჩა კვარაცხელიასთან ჰქონდა.

„თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ შედეგები გაუარესდა და თებერვალში გამათავისუფლეს. გათავისუფლება სამწუხარო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მქონდა შესაძლებლობა ხვიჩა კვარაცხელიასთან მემუშავა.

ის არის ფეხბურთელი, რომელიც თავს არ ზოგავს, გუნდის განკარგულებაშია და ნიჭით ლავეცის ჰგავს, მაგრამ უფრო შედეგიანია, ვიდრე ლავეცი იყო. იანვარში აფრიკის თასის გამო ოსიმენი და ზამბო ანგისა დავკარგეთ, გავყიდეთ ელმასი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.

მიუხედავად კარგი მატჩებისა, ტრავმებისა და განსაკუთრებით ოსიმენის არყოფნის გამო, გოლის გატანა გვიჭირდა“, - განაცხადა მაძარიმ.