Loading data...
ლუკა ლოჩოშვილი: ქართველი ქომაგის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

გერმანიის ქალაქ ფელბერტში ევრო 2024-ზე მოახლოებული დებიუტისთვის ემზადება საქართველოს ეროვნული გუნდი.

ლუკა ლოჩოშვილის თქმით, ქართველი ქომაგის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ძალიან კარგად მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი. ავსტრიის შეკრება ნაყოფიერი იყო. კარგ გარემოში ვიყავით და ვიმუშავეთ როგორც ფიზიკურ კონდიციებზე, ისე ტაქტიკურ მომზადებაზე.

გერმანიაში უკვე იგრძნობა ევროპის ჩემპიონატის ატმოსფერო. ყველანაირი პირობა გვაქვს მოსამზადებლად. ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ პირველ თამაშს.

ღია ვარჯიშს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება, ჩვენთვისაც უფრო ადვილი იქნება თამაში და მეტ მხარდაჭერას ვიგრძნობთ სტადიონზე.

თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ევროპაში კარგად ასპარეზობენ. საინტერესო შეხვედრა უნდა იყოს. კარგი გამოცდილება და ტესტი იქნება ჩვენთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია ამ თამაშის წარმატებით დასრულება, რის შემდეგაც სხვა მატჩებზე ვკონცენტრირდებით“, - აცხადებს ლუკა ლოჩოშვილი.