Loading data...
ლუკა ლოჩოშვილი: ძალიან ბედნიერი ვარ, წინ საქართველო

საქართველოს ნაკრების და „კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ქართველ გულშემატკივარს მიმართა. ვიდეო იტალიური კლუბის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. ძალიან ვიგრძენი თქვენი მხარდაჭერა აქაც. ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც მთელი ერი. წინ საქართველო, წინ „კრემონეზე“, მიგულშემატკივრეთ აქაც, რომ სერია A-ში დავბრუნდეთ“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.