Loading data...
ლუკა ლოჩოშვილი ახალ გუნდს შეუერთდა

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი სერია B-სკრემონეზედან“ ამავე ლიგის „სალერნიტანში“ გადავიდა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ოფიციალურად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „სალერნიტანამ“ „კრემონეზედან“ იჯარით (ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით) ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი დაიმატა. ქართველმა ფეხბურთელმა 47-ნომრიანი მაისურა აირჩია და გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება“, - წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.