1751706432
სპორტი
„ლივერპული“ დიოგუ ჟოტას ოჯახს იმ თანხას სრულად გადაუხდის, რაც ფეხბურთელს კონტრაქტით უნდა აეღო

ინგლისის საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ ავარიაში დაღუპული თავდამსხმელის, დიოგუ ჟოტას ოჯახს სრულად გადაუხდის თანხას, რაც ფეხბურთელს 2027 წლამდე, კონტრაქტით უნდა აეღო. ამის შესახებ reddit.com იუწყება.
ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. ასევე „ლივერპული“ 20-ნომრიან მაისურს აღარ გამოიყენებს, დიეგუ ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად.
დიეგუ ჟოტა 2020 წელს „ლივერპულში“ „ვულვერჰემპტონიდან“ გადავიდა. მას შემდეგ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 182 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 65 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჟოტამ „ლივერპელის“ შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ორჯერ ინგლისის ლიგის თასი მოიგო. პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში კი ფეხბურთელი ორჯერ გახდა ერთა ლიგის გამარჯვებული.