Loading data...
„ლეიკერსის“ მორიგი გამარჯვება და მამუკელაშვილის 23 ქულა „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ

დღეს დილით NBA-ში კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართა, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.

მორიგი შეხვედრა ჩაატარა ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, რომელიც გასვლაზე ატლანტა ჰოუქსს დაუპირისპირდა. მაყურებლებმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილეს, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 114:124.

მატჩში მონაწილეობა მიიღო სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც პარკეტზე 32:16 წუთი გაატარა. ქართველმა ამ დროში ტოპ პერფორმანსი აჩვენა და 23 ქულა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნა და 3 პასიც დაუმატა.