Loading data...
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (-90კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბექაურმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იპონით დაამარცხა და საქართველოს კიდევ ერთი მედალი მოუტანა. 

მიმდინარე ტურნირზე ქართველ სპორტსმენებს უკვე 5 მედალი (2 ოქრო და 3 ბრინჯაო) აქვთ მოპოვებული.