1772369753
სპორტი
ლაშა ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ვერცხლის პრიზიორია
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველი ძიუდოისტი ფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან ვაზარითა და იუკოთი დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრანდ სლემზე გამოსვლა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა.