Loading data...
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მოგერიებული პენალტი - „ვალენსიამ“ მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა

ესპანურმა „ვალენსიამ“ საკუთარი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შედეგიან თამაშს სტატია მიუძღვნა. როგორც კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, 23 წლის ქართველს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული. 

„მამარდაშვილს თავის კარიერაში კიდევ ერთი მიღწევა აქვს. ამ დროისთვის, ის არის მეკარე, რომელსაც ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული ლალიგას 23–24 სეზონის 31 შეხვედრაში“, - წერია სტატიაში. 

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია. აღსანიშნავია, რომ „მამარდას“ ზედიზედ მე-12 შეხვედრაში არ გაუშვია გოლი და ბოლო შეხვედრაში, „ოსასუნას“ წინააღმდეგ კაპიტნის სამკლავურითაც გამოვიდა მოედანზე.