Loading data...
„ყველაფრისთვის მზად ვარ, როგორც ცხოვრებაში, ისე ფეხბურთში ყველაფრის მჯერა“ - ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების შანსზე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „პსჟ“-ს შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ჟურნალისტებთან ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში გამარჯვების შანსები შეაფასა.

- თქვენი აზრით, ვინ იქნებიან „ოქროს ბურთის“ მთავარი კანდიდატები? ფეხბურთელების უმეტესობამ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია „ოქროს ბურთის“ მოგება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გარეშე შესაძლებელია?

„ვფიქრობ, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ. თუმცა, ამ ფეხბურთელებს შორის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში ყოფნა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, როგორც ცხოვრებაში, ისე ფეხბურთში. ყველაფრის მჯერა. სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ, „პარი სენ-ჟერმენში“, და ძალიან ამაყი ვარ“.

- იცით, რამდენჯერ მოუგია „ოქროს ბურთი“ ფეხბურთელს, რომელსაც იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია?

„არა, ნამდვილად არ ვიცი“.

- მხოლოდ ერთხელ - 1978 წელს ეს კევინ კიგანმა მოახერხა. ასე რომ, ეს შესაძლებელია. ისეთმა დიდმა ფეხბურთელებმა, როგორებიც მიშელ პლატინი და ტონი კროოსი არიან, თქვეს, რომ თქვენ მათი ფავორიტი ხართ.

„ფეხბურთელებისგან, განსაკუთრებით ასეთი ლეგენდებისგან, იმის მოსმენა, რომ მე ამას ვიმსახურებ, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. როცა პლანეტაზე თუნდაც ერთი ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაც დიდი ტიტულის მოგებას იმსახურებ, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს სწორად ვაკეთებ. უბრალოდ მინდა, იმავე დონეზე გავაგრძელო. ვნახოთ, რას მომიტანს ცხოვრება მე ყველაფრისთვის მზად ვარ“.

გუშინ, ფრანგულმა გამოცემა France Football-მა ოქროს ბურთის 2026 წლის 30 ნომინანტი დაასახელა და ნომინანტთა შორისაა პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც ოქროს ბურთზე მესამედაა ნომინირებული და ახლა ერთ-ერთი ფავორიტია.

ცნობისთვის, ოქროს ბურთის გამარჯვებული 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი.